Accessibility links

site logo site logo

ბირმაში საპროტესტო გამომსვლელთა შორის მსხვერპლის რიცხვმა 300-ს გადააჭარბა


ბირმელი პოლიციელები დემონსტრანტის დაკავებისას რანგუნში, 2021 წლის 7 მარტი

აქტივისტების ჯგუფი აცხადებს, რომ საპროტესტო გამომსვლების დროს ბირმაში უშიშროების ძალების მიერ მოკლული ადამიანების რიცხვი, გასული თვის სამხედრო გადატრიალებიდან მოყოლებული, ახლა უკვე 300-ს აღემატება.

ბირმის პოლიტიკური პატიმრებისთვის დახმარების ასოციაციამ, ჯგუფმა, რომელიც სიკვდილიანობისა და დაპატიმრებების დეტალებს ამოწმებს, 26 მარტს განაცხადა, რომ მისი გამოთვლებით, 320 დაღუპული მხოლოდ აღნუსხულ შემთხვევებს მოიცავს და რომ მსხვერპლთა რეალური რიცხვი "დიდი ალბათობით, ბევრად მაღალია".

მან განაცხადა, რომ 25 მარტს 11 ადამიანი იყო მოკლული. თვითმხილველებმა და აქტივისტებმა თქვეს, რომ კიდევ სამი პირი მოკლეს 26 მარტს.

ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ 3000-მდე ადამიანი დააპატიმრეს, ბრალი წაუყენეს ან განაჩენი გამოუტანეს სადამსჯელო ღონისძიებების დროს 1 თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რის შედეგადაც ჩამოგდებული იქნა აუნ სან სუ ჩის არჩეული მთავრობა. უმეტესობა, სუ ჩისა და პრეზიდენტის, ვინ მინის ჩათვლით, კვლავ საპატიმროშია.

სუ ჩიმ ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა 1991 წელს მისი წინამორბედი სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ არაძალადობრივი ბრძოლის ხელმძღვანელობისთვის.

პოლიტიკური პატიმრებისთვის დახმარების ასოციაციის აქტივისტთა ჯგუფის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, მოკლულთა რაოდენობის მინიმუმ ერთი მეოთხედი გარდაიცვალა თავში სროლის შედეგად, რაც ზრდის იმის ეჭვს, რომ მათ საგანგებოდ უმიზნებდნენ იმისთვის, რომ მოეკლათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG