Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძე წერს, რომ კლინიკაში გამოკვლევებს გადის


კახა კალაძე

ბოლო დღეებში საჯაროდ არგამოჩენის მიზეზებზე წერს „ფეისბუკზე“ თბილისის მერი კახა კალაძე. ის აცხადებს, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებს გადის. როგორც მერი აღნიშნავს, დაუდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი (დაავადება დაკავშირებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან - რ.თ.) და ვესტიბულოპათია.

კახა კალაძეს არ დაუზუსტებია, რამდენად რთულია მისი მდგომარეობა, როდის დაასრულებს სამედიცინო გამოკვლევას კლინიკაში და სრულფასოვნად გააგრძელებს მუშაობას. მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ამჟამად მერი დისტანციურად ხელმძღვანელობს ქალაქის მთავრობას.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.

შეხვედრამდე!“ - დაწერა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა 24 მარტს დედაქალაქის მთავრობის სხდომა ჩაატარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG