Accessibility links

site logo site logo

მშენებლობებზე მორატორიუმის მოთხოვნით ვაშლიჯვრის მოსახლეობა თბილისის მერიას მიმართავს


მოსახლეობა ითხოვს, რომ ვაშლიჯვარში მორატორიუმი გამოცხადდეს მშენებლობებზე. შესაბამისი პეტიცია - 5000-მდე ხელმოწერით - მოსახლეობამ 27 მარტის დილით შეიტანა თბილისის მერიაში.

გარდა ამისა, მოსახლეობა ითხოვს:

  • დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.
  • მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.
  • შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.
  • შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.

28 მარტს ვაშლიჯვრის მცხოვრებლები საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ, სახელწოდებით „გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი“.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული სხეულის გააქტიურება ყურადღების ცენტრში 18 მარტს მოექცა - ლისის ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, მზარდი და დინამიკურია.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს. 2020 წლის 16 მარტიდან კი, ზვავის საშიშროების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG