Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერს, კახა კალაძეს ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს


თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. დამატებითი კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ კალაძეს აქვს არტერიული წნევის არასტაბილობა.

„მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით“, - აცხადებს პროფესორი ზურაბ ფაღავა.

მისივე თქმით, კახა კალაძე ამჟამად თავს უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 26 მარტს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საჯაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ჩანდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG