Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება


პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი. მისი მოვალეობა საზოგადოებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია იქნება. ამის შესახებ ცნობილი გახდა „ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. ის, ასევე, არის ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა დროს პაპუაშვილი მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელად, კავკასიის უნივერსიტეტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG