Accessibility links

site logo site logo

ბირმაში (მიანმარი) შედგა სამხედრო ხუნტის ლიდერისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრა


რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი და ბირმის ხუნტის ლიდერი მინ აუნ ჰლაინი. 2021 წ. 26 მარტი.

ბირმის (მიანმარი) მმართველი სამხედრო ხუნტის ლიდერმა რუსეთს „ჭეშმარიტი მეგობარი“ უწოდა თავის გამოსვლაში, მას შემდეგ, რაც 27 მარტს ბირმის სამხედროებმა ჩაატარეს საჩვენებელი ღონისძიება - ეროვნული შეიარაღებული ძალების დღე.

ქვეყნის ახალმა ლიდერმა, უფროსმა გენერალმა მინ აუნ ჰლაინმა, თავის სიტყვაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, ასევე გაიმეორა სამხედრო გადატრიალების შემდეგ ადრე გამოთქმული დაპირება, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები გაიმართება.

ინტერფაქსის ცნობით, 26 მარტს შედგა მინ აუნ ჰლაინისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ფომინის შეხვედრა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთსა და ბირმას შორის იზრდება სამხედრო სფეროში თანამშრომლობა.

მინ აუნ ჰლაინგმა 1 თებერვალს ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, როცა სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოაგდო აუნ სან სუ ჩის სამოქალაქო მთავრობა. სუ ჩი და მთავრობის სხვა წევრები დააპატიმრეს.

სუ ჩის მთავრობის ხელისუფლებაში დაბრუნების მოთხოვნით გამართული საპროტესტო დემონსტრაციების დაშლისას უშიშროების ძალებმა 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG