Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ძიუდოისტებმა გრან სლემის მეორე დღეს სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს


თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის - გრან სლემის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია. გუშინ მოპოვებულ სამ მედალს: თემურ ნოზაძის (60 კგ) ოქროს და ვაჟა მარგველაშვილისა (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანის (57 კგ) ვერცხლს, დღეს სამი ბრინჯაო მიემატა. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ ლაშა შავდათუაშვილი, ალეკო მამიაური (ორივე 73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ).

გრან სლემის ბოლო - მესამე დღეს, საპრიზო სამეულები მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ქალებში - 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი ქურდიანი (ოთხივე 90 კგ), ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი (ოთხივე 100 კგ), გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე, საბა ინანეიშვილი (სამივე +100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG