Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლე გაათავისუფლა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლე გაათავისუფლა, რითიც გამწვავდა დაპირისპირება მექრთამეობის საწინააღმდეგო რეფორმების თაობაზე.

27 მარტს გამოცემული ბრძანებულებით ზელენსკიმ გაათავისუფლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ოლექსანდრ ტუპიცკი და მოსამართლე ალექსანდრ კასმინინი, ვინიდან, ზელენსკის თქმით, ისინი „განაგრძობდნენ უკრაინის დამოუკიდებლობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ მუქარის შექმნას.

ორივე მოსამართლე დანიშნული იყო ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსული ორიენტაციის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ, რომელიც 2014 წელს ჩამოაგდეს.

ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ დაბლოკა ანტიკორუფციული კანონმდებლობა და შეზღუდა ანტიკორუფციული სააგენტოს უფლებები. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმა იყო რეფორმებისთვის, რომელთა გატარებასაც ითხოვს დასავლეთი ზელენსკისგან. შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხის მიღებას.

ზელენსკიმ პირობა დადო, რომ გააუქმებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და გააგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ რეფორმებს.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რამდენად კანონიერია ზელენსკის ბრძანებულება. უკრაინის კონსტიტუციით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი ამას თავად ამ 18-წევრიანი სასამართლოს ორი მესამედი დაუჭერს მხარს კენჭისყრაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG