Accessibility links

site logo site logo

27 მარტი ბირმაში (მიანმარი) ყველაზე სისხლიანი დღე იყო სამხედრო გადატრიალების შემდეგ


ბირმაში (მიანმარი) შეიარაღებული ძალების დღეს გაიმართა სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები, რა დროსაც ათობით ადამიანი იქნა მოკლული ძალოვანთან მიერ. წინასწარი მონაცემებით, 27 იანვარი ბირმაში ყველაზე სისხლიანი დღე იყო სამხედრო გადატრიალების შემდეგ.

სააგენტოები ადგილობრივ მედიასა და თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ დაიღუპა მინიმუმ ასი დემონსტრანტი. მათ შორის არიან მოზარდები. სამხედრო გადატრიალების შემდეგ სულ 400-მდე ადამიანი იქნა მოკლული საპროტესტო გამოსვლების დროს.

ინტერფაქსის ცნობით, 26 მარტს შედგა ბირმის მმართველი სამხედრო ხუნტის ლიდერის, მინ აუნ ჰლაინისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ფომინის შეხვედრა. მინ აუნ ჰლაინმა რუსეთს „ჭეშმარიტი მეგობარი“ უწოდა თავის გამოსვლაში.

გენერალმა მინ აუნ ჰლაინგმა 1 თებერვალს ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, როცა სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოაგდო აუნ სან სუ ჩის სამოქალაქო მთავრობა. სუ ჩი და მთავრობის სხვა წევრები დააპატიმრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG