Accessibility links

site logo site logo

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზების დიდ ნაწილზე მოძრაობა აღდგენილია


საავტომობილი გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა და მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის(ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე (სოფ. დიზი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.

ამ მონაკვეთზე 26 მარტს, გამთენიას ჩამოვიდა მეწყერი, რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-17) ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG