Accessibility links

site logo site logo

ზურა ჯაფარიძე: მთავარია, რითი ჩამოდის ბატონი დანიელსონი


პოლიტიკური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში კრისტიან დანიელსონის ხელმეორედ ჩამოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ მთავარია, რა წინადადებებით ჩამოვიდა ამჯერად საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი.

„ქართული ოცნების წარმომადგენლების პოზიციებში, სამწუხაროდ, არაფერი ახალი არ არის. თუმცა, მე ამას დიდ ყურადღებას არ დავუთმობდი. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როცა ისინი საჯაროდ ერთს აცხადებენ და რეალურად სხვა რაღაცებს აკეთებენ. დაველოდებით მოლაპარაკების რაუნდს და ვნახავთ, იქ რა იქნება. ჩემი აზრით, მთავარია, რითი ჩამოდის ბატონი დანიელსონი, რა პოზიციები ექნება მას. ეს იქნება გადამწყვეტი და მხოლოდ და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს განმასხვავებელი ამ და წინა მოლაპარაკებებს შორის. ქართული ოცნების წარმომადგენლები საჯაროდ რას ამბობენ, მაგას დიდი შინაარსი არასდროს ჰქონია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი, რომელიც წუხელ მეორედ ჩამოვიდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მიზნით, შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG