Accessibility links

site logo site logo

ილია მეორე: „საქართველოს სამღვდელოება თავდადებულად ებრძვის ბოროტებას“


საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინა. ქადაგებისას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა, რომ „დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის“.

პატრიარქის სიტყვებით, განსაკუთრებით მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც გარემოცულია „უარყოფითი მოვლენებით“.

„ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს; ერთი პირი მაღლა მიდის, მეორე – დაბლა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს ჩვენ ყველა მაღლა მიმავალ კიბეზე ვიყოთ... ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად. განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით“, - თქვა ილია მეორემ ქადაგებისას.

ილია მეორის სიტყვებით, საქართველოს სამღვდელოება „თავდადებულად ებრძვის ბოროტებას, იბრძვის სულიერი წინსვლისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG