Accessibility links

site logo site logo

ინდონეზიაში თავდასხმა განახორციელეს ხალხით სავსე კათოლიკურ ეკლესიაზე


ინდონეზიის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ 28 მარტს სავარაუდოდ თვითმკვლელებმა თავდასხმა განახორციელეს ხალხით სავსე კათოლიკური ეკლესიის წინ. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. თავდასხმა ადგილობრივი დროით 10:30-ზე მოხდა ქალაქ მაკასარში, სულავესის პროვინციაში.

პოლიციის პრესსპიკერის, არგო იოვონოს თქმით, აფეთქების შედეგად დაიჭრა ეკლესიის გარეთ მდგომი 14 ადამიანი. ხელისუფლების თანახმად, ეკლესიაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა.

„იქ იყო ორი ადამიანი მოტოციკლეტზე, როცა აფეთქება მოხდა ეკლესიის მთავარ ჭიშკართან“, თქვა იოვონომ. „თავდამსხმელები ტაძრის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ. მოტოციკლეტი დაიმსხვრა, ადგილზე ნაპოვნია სხეულის ნაწილები“.

ინდონეზიის კონტრტერორიზმის უწყებამ დაიწყო იმის გამოძიება, თუ რომელმა ტერორისტულმა ჯგუფმა განახორციელა თავდასხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG