Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა მარტის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა


პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ სეზონის მეორე ბაშოზე, ბოლო - მეთხუთმეტე ტურში დაკარგა საბოლოო დადებითი ბალანსის - კაჩი-კოშის შანსი. ტოჩინოშინის საბრძოლო მეტსახელით ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ ტრადიციულ თხუთმეტტურიან სუპერტურნირზე მერვე ქულა დღეს დაკარგა, სეკივაკე ტაკანოშოსთან წაგებით.

ლევან გორგაძე მარტის ბაშოზე მეშვიდე მაეგაშირას რანგში გამოდიოდა. ათი ტურის შემდეგ მას ოთხქულიანი უარყოფითი ბალანსი ჰქონდა და ბოლო ხუთი ბრძოლიდან ოთხი მოიგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG