Accessibility links

logo-print logo-print

საზოგადოებრივი სამეთვალყურეო კომისია გაეცნო ნავალნის ჩივილს ტკივილების შესახებ


კოლონია, რომელშიც იმყოფება ნავალნი.

ვლადიმირის ოლქის საზოგადოებრივი სამეთვალყურეო კომისიის წევრებმა კოლონიაში მოინახულეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი ზურგისა და ფეხის ტკივილს უჩივის.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, ნავალნიმ მათ სთხოვა დაეხმარონ ტკივილის გამაყუჩებელი ნემსების მიღებაში. ამასთან, კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკოსი თავისით გადაადგილდება, დახმარების გარეშე. სხვა სურვილები მას არ გამოუთქვამს.

კომისიამ აღნიშნა, რომ პრეპარატის შესახებ პატიმრის განცხადება ოფიციალურად არის რეგისტრირებული კოლონიის სამედიცინო განყოფილებაში. კომისიის წევრებმა ექიმებს სთხოვეს, ყურადღება მიაქციონ ამას.

26 მარტს ალექსეი ნავალნიმ დაადასტურა, რომ ძლიერი ტკივილები აქვს და რომ, მისი აზრით, სათანადო დახმარებას არ უწევენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ პირში ჩანაწერი გაჩნდა ნავალნის ინსტაგრამის გვერდზე - სავარაუდოდ, ის მისი ნებართვით გამოაქვეყნეს მისმა თანამებრძოლებმა. ადრე ნავალნის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ მისი ადვოკატები იტყობინებოდნენ. სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ნავალნის თანამებრძოლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მისი სამართლებრივი დევნა და კოლონიაში პატიმრობა უკანონოა, მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ამზადებენ მისი გამოშვების მოსათხოვნად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG