Accessibility links

site logo site logo

თეა გოდოლაძე მეწყერზე: „ცოტაზე ჩავარდნილა, ჯერჯერობით საპანიკო არაფერია“


„ჩავარდნილა ცოტზე, უბრალოდ მოძრაობს სტაბილურად, მეტი არაფერი. სულ ასე იქნება ახლა ეს, დინამიკაშია!“ - წერს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე და მეწყრის მონაკვეთის ფოტოს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიძრას.

გოდოლაძე ამობობს, რომ იგეგმება გზაზე ბარიერების შექმნა, რათა აქტივობის შემთხვევაში, მეწყრის გავრცელების სიჩქარე შენელდეს.

„ჯერჯერობით არაფერი საპანიკო არ არის. ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე, ორი თვე ან 20 დღე. ეს არის ჩვეულებრივ, დინამიკაში მყოფი მეწყერი, რომელიც აუცილებლად დაიძვრება და ამისთვის შესაბამისი ზომებია მისაღები“, - აცხადებს თეა გოდოლაძე.

მისი თქმით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის 20-კაციანი ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ადგილზე არსებულ ვითარებას და მონაცემებს ამოწმებს.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული სხეულის გააქტიურება ყურადღების ცენტრში 18 მარტს მოექცა - ლისის ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, მზარდი და დინამიკურია.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG