Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური: „ჩვენ ვთქვით, რომ პირველი რიგის ამოცანა მელიას და რურუას გათავისუფლებაა“


„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა კრიზისში დღეს ქვეყანა და რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელთნ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

ეკა გიგაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შედგეს კომპრომისული შეთანხმება მხარეებს შორის.

„ჩვენ ასევე ვთქვით, რომ პირველი რიგის ამოცანა ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაა. ასევე იმაზე ვილაპარაკეთ თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი და ჩვენი აზრით, კრიზისი გამოწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები. დ ასევე იმან, რომ ძალაუფლება დღეს ერთი პარტიის ხელშია კონცენტრირებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან“.

ეკა გიგაურმა ასევე განაცხადა, რომ მათი საუბარი შეეხეო მიმდინარე სასამართლო რეფორმას და საარჩევნო რეფორმასაც, რომელიც უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა გატარდეს.

არასამთავრობოებთან შეხვედრა დღეს 19.00 საათზე დაინიშნა, მანამდე დანიელსონი შეხვდა საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს.

27 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი წერილიც გაავრცელეს, სადაც საუბარი იყო კრიზისის დაძლევის 6 პუნქტიან გეგმაზე.

29 მარტიდან კრისტიან დანიელსონი მედიაციის პროცესის ფარგლებში შეხვედრებს დაიწყებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ეს მისი მონაწილეობით მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იქნება. შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრები გამართა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერებიც შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG