Accessibility links

site logo site logo

Human Rights Watch-ი: ბოლო ხუთ თვეში მინსკმა გააძლიერა დამოუკიდებელი მედიის დევნა


უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის (HRW) თქმით, უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში ბელარუსის ხელისუფლებამ „გააძლიერა“ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიები. ჟურნალისტებს თვითნებურად აკავებდნენ და სცემდნენ, მათ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით აჯარიმებდნენ და აპატიმრებდნენ, ართმევდნენ ჟურნალისტური საქმიანობის უფლებას, ჩხრეკდნენ მათ ბინებსა და ოფისებს.

29 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაცია, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა, აცხადებს, რომ ეს ნაწილია მთავრობის მცდელობისა, ჩაეჩუმებინა მედია, რომელიც აშუქებდა ადამიანის უფლებების დარღვევებსა და აგვისტოში დაწყებულ მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს.

სექტემბერსა და მარტს შორის ხელისუფლებამ 18 სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჟურნალისტების წინააღმდეგ - Human Rights Watch-ის აზრით, აშკარაა, რომ მათი პროფესიული საქმიანობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG