Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: გვარამია არის ეტალონი ზოგადად სიძულვილის


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მე ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი სიძულვილის. გვარამია არის ზოგადად ეტალონი სიძულვილის, სიბოროტისა და ღვარძლის ნთხევის, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მოწოდებაზე, დასრულდეს სიძულვილის ენით საუბარი.

„დღეს გახდა ეხლა მოსიყვარულე? რიტორიკა მათ უნდა შეცვალონ, მათ, ამ ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ხალხი დაიღალა უკვე და ხალხს აღარ აქვს ამის მოთმინების უნარი და არც სურვილი. ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე - რატომ უნდა ვილაპარაკო გვარამიაზე, ამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი. რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ ვართ მზად და ყოველთვის მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირპროპორციულად იქნება ასახული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან, ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

„ვალდებულნი ვართ დავამარცხოთ ზიზღი და სიძულვილი ჯერ საკუთარ თავებში და მერე საყოველთაოდ. დავიტოვოთ მხოლოდ ლეგიტიმური ბრაზი, რაც გვაძლიერებს და ძალას გვმატებს. ამგვარად ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის. მაგრამ ამოვშანთოთ ზიზღი და სიძულვილი. რაც გვანგრევს, სახეს გვაკარგვინებს და სამუდამოდ გვაშორებს მიზანს. სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ თავის მონოლოგში გადაცემაში „მთავარი აქცენტები", რომელშიც ზიზღისა და სიძულვილის დაძლევის საჭიროებაზე ისაუბრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG