Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდება, აშშ-ის საერთაშორისო ჩართულობის გაძლიერების მიზნით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 29 მარტს შეხვედრებს გამართავს გაეროს ოფიციალურ პირებთან, რაც ნაწილია ბაიდენის ადმინისტრაციის ფართო მიზნისა, აშშ-მა განაახლოს კავშირები საერთაშორისო ინსტიტუტებთან.

ბლინკენი, რომელიც შეხვედრებში ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას, კიდევ ერთხელ განაცხადებს აშშ-ის მზაობის შესახებ, მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების გარშემო იმუშაოს მულტილატერალურ სისტემაში, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი. ვიზიტი "გააძლიერებს ადმინისტრაციის ნაბიჯებს გაეროს ფარგლებში მოქმედების აღდგენის თაობაზე, მათ შორის, პარიზის ხელშეკრულებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნების კუთხით და აშშ-ის გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს კანდიდატად გამოცხადებით, 2022-2024 წლებისთვის", - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ბლინკენი უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს სხდომას, აშშ-ის მხრიდან საბჭოს პრეზიდენტობის ფარგლებში და შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG