Accessibility links

site logo site logo

სომხეთში ჩავიდა AstraZeneca-ის ვაქცინის პირველი პარტია


სომხეთში ჩავიდა AstraZeneca-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია - იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეპარატის პირველი პარტია გათვალისწინებულია მედპერსონალისთვის, 65 წლის და უფრო მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე, 16-დან 64 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის და სოციალური უწყებების მუშაკებისთვის.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, პრეპარატი შეიძინეს COVAX FACILITY-ის ინიციატივის ფარგლებში.

ვაქცინაციის პროცესი სომხეთში სრულად ნებაყოფლობითი იქნება - იუწყება სამინისტრო.

ბოლო პერიოდში სომხეთში მატულობს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, ექსპერტები შიშობენ პანდემიის მესამე ტალღის შესაძლებლობის თაობაზე. მაგალითად, 25 მარტს ქვეყანაში 1257 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა 190 741 ადამიანია, გამოჯანმრთელდა 172 096 პირი. ვირუსის შედეგად დაღუპულია 3476 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG