Accessibility links

site logo site logo

23 ქვეყნის ლიდერები და WHO COVID-19-თან ბრძოლის გლობალური შეთანხმების მოწოდებით გამოვიდნენ


მსოფლიოს 23 ქვეყნის ლიდერები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გამოვიდნენ პანდემიასთან ბრძოლის თაობაზე გლობალური შეთანხმების მოწოდებით.

განცხადებას, სხვათა შორის, შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, სამხრეთი კორეა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვერცერთი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დამოუკიდებლად ვერ მოერევა პანდემიის საფრთხეს. ინიციატორთა თქმით, შეთანხმება ქვეყნებს დაეხმარება, გააძლიერონ საგანგებო ვითარებების შესახებ შეტყობინების სფეროში თანამშრომლობა, გაცვალონ მონაცემები და პროფილური გამოკვლევები.

ინიციატორი ქვეყნების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ COVID-19 ყველაზე დიდი პრობლემაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი. განცხადების ხელმომწერებმა აღნიშნეს ვაქცინების რაც შეიძლება სწრაფად წარმოებისა და დანერგვის მნიშვნელობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია COVID-19-ით დაავადების 128 მილიონი შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა თითქმის სამი მილიონი ადამიანი. ყველაზე მეტი ინფიცირებული დაფიქსირდა აშშ-ში - 31 მილიონზე მეტი. ამერიკაში დაავადებით გარდაიცვალა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG