Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანიის მონაწილე სამი ქალი


ავღანეთში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ჯანდაცვის სფეროს სამი თანამშრომელი ქალი, რომელიც პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილეობდა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში.

ჯანდაცვის სამინისტროს იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ღულამ დასტაგირ ნაზარიმ განაცხადა, რომ სამი ქალი პროვინციის დედაქალაქში მომხდარი ორი სხვადასხვა თავდასხმისას დაიღუპა. მათგან ორი მოხალისე იყო, ერთი კი პოლიომიელიტის პროგრამის უფროსი თანამშრომელი.

ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ასევე აფეთქება მოხდა ნანგარჰარის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის შესასვლელთან, მაგრამ არავინ დაშავებულა.

თავდასხმებისთვის ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა.

ამ ინციდენტებამდე ერთი დღით ადრე ავღანეთში დაიწყო ვაქცინაციის კამპანია, რომლის ფარგლებშიც მილიონობით ბავშვი აიცრება პოლიომიელიტის წინააღმდეგ. ავღანეთი და მისი მეზობელი პაკისტანი მსოფლიოს ორად ორი ქვეყანაა, სადაც ეს ინფექციური დაავადება ჯერაც ფართოდაა გავრცელებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG