Accessibility links

site logo site logo

ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რატომ არ იყო დანიელსონის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების თემა


„ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემდეგ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ილაპარაკა დასავლელი პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნების" მიმართ დამოკიდებულებაზე. მან უპასუხა შეკითხვას, რატომ არ იყო კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში საუბარი ვადამდელი არჩევნების შესახებ?

„ჩემი აზრით, დღემდე, მათ შორის, დღევანდელი მოლაპარაკების პროცესში უჭირავთ ჩემი აზრით, მცდარი პოზიცია, როდესაც ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ ორივე მხარეს და მოუწოდებენ კომპრომისისკენ. მე არ მესმის რას ნიშნავს კომპრომისი, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე არის საუბარი ან იმის შესახებ, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ან არის სასამართლო დამოუკიდებელი, ან არის ბიძინასი. არ მესმის, სად არის ჩემი პასუხისმგებლობა, როდესაც რვა წელი ერთი პოლიტიკური ძალა არის ხელისუფლებაში. პრობლემების შესახებ ხუთივე პუნქტში უწერია შარლ მიშელს: სასამართლო არის პოლიტიზებული, არ არის დამოუკიდებელი, პოლიტიკური პატიმრები გვყავს და არის პოლიტიკური დევნა. მე რანაირად ვარ ამაზე პასუხისმგებელი, გაუგებარია. მანამ, სანამ ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, მანამდე „ქართული ოცნება“ არ დათმობს არაფერს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი შეფასებით, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხიც სწორედ, ამიტომ არ მოხვდა დოკუმენტში. „უთმობენ „ოცნებას“, - შენიშნა მან და დაამატა, რომ ბიძინა ივანიშვილს ესმის „მხოლოდ ძალის ენის".

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, შეთანხმების ტექსტთან მიმართებაში ოპოზიციას ჰქონდა პრინციპული პოზიცია, რომელიც ეხებოდა ხელახალი არჩევნებისა და მისი შეფასებით, პოლიტპატიმრების თემას. ამის გარდა იყო სამი საკითხი, რომლებსაც, ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არ ეთანხმებოდა.

„ისევ და ისევ, როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც „ქართული ოცნება“ იტყოდა, რომ მას ხელს აწერდა", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. მისი განცხადებით, „სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვერ მოხდა შეთანხმება. ცხადია, მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე".

როგორც ბრიფინგზე თქვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მისი წინადადებები ბოლომდე არ მიიღო და კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG