Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი


80 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ანზორ ერქომაიშვილი.

ანზორ ერქომაიშვილი COVID 19-ის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. გარდაცვალებამდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას უდიდესი დანაკლისი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ:

„მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსის და ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. უნიჭიერესი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული და სიკეთით სავსე ადამიანი აღარ გვყავს, სამწუხაროდ. უდიდესი დანაკლისია!“.

ანზორ ერქომაიშვილი აგვისტოში 81 წლის გახდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG