Accessibility links

site logo site logo

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ულოცავს 1991 წლის რეფერენდუმის 30 წლისთავს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის ეპოქალური მნიშვნელობის დღეს უწოდებს 1991 წლის 31 მარტს, როცა საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე.

„ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც ჩვენმა ხალხმა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჩათვლით, ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, აირჩია ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა. ამ დღეს უკავშირდება საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი, რომელიც დღეს 82 წლის გახდებოდა. მისი პიროვნული ღვაწლი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში განუზომელია. სწორედ ზვიად გამსახურდია იყო ამ ისტორიული დღის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი“, - წერს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის მონაწილეთა 99.08%-მა. ამ შედეგის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და საქართველო 70-წლიანი საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG