Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Politico: ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე ათას წერილზე


ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე ათას წერილზე. მიმოწერა წარმოებდა ევროპისა და ევრაზიის ბიუროსა და აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ბიუროებს შორის. ბოროტმოქმედები შესაძლოა რუსეთიდან იყვნენ და დაკავშირებული იყვნენ კრემლთან. ამის შესახებ ჟურნალი Politico იტყობინება აშშ-ის კონგრესის წყაროებსა და ანონიმ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, რაც რუსეთის ჰაკერებმა წარმატებით მოიტაცეს წერილები სახელმწიფო დეპარტამენტის სერვერებიდან. მანამდე აშშ-ის დიპლომატიური მიმოწერა ქვეყნდებოდა WikiLeaks-ის საიტზე. მრავალი წყაროს თანახმად, ეს წერილები პროექტს შესაძლოა გადასცა რუსეთის დაზვერვამ (კრემლი ყოველთვის უარყოფს მსგავს თავდასხმებთან კავშირს). წერილების გაჟონვა შარშან მოხდა, მაგრამ ადრე ამის შესახებ არ განუცხადებიათ.

ჟურნალის თანახმად, უცნობია, შეიცავდა თუ არა მოპარული მიმოწერა საიდუმლო ინფორმაციას. ხელისუფლებას და რუსეთის საელჩოს ამ საკითხზე კომენტარები არ გაუკეთებიათ. დეკემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა. იყო თუ არა წერილების მოპარვა ამ თავდასხმების ნაწილი, უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG