Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ველოსიპედით მოძრავ ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა


სტაბილურად მძიმეა 9 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გორში, კომბინატის დასახლებაში ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა, სადაც სამედიცინო მკურნალობა უტარდება. „კლინიკაში შემოყვანილია პოლიტრავმით, აღენიშნება მენჯის და ორივე ბარძაყის მოტეხილობა. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - ამბობს კლინიკის ტრავმატოლოგი დავით ღვინიაშვილი.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა) დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG