Accessibility links

site logo site logo

არჩილ თალაკვაძე მადლობას უხდის ივანე მაჭავარიანს გაწეული სამსახურისთვის


ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის გადადგომას „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მან წარმატება უსურვა მაჭავარიანს მომავალ საქმიანობაში.

„ჩვენ გვქონდა, რა თქმა უნდა, პარტიის პოლიტსაბჭოში მასთან საუბარი. გუნდს ამის შესახებ გვქონდა ინფორმაცია. თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას სურდა უკვე თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის, თუმცა პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ ახალი პროგრამის შეთანხმებისთვის, მით უმეტეს, პანდემიის კრიზისის პირობებში, ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე. ეს ამოცანები ბოლომდე მიიყვანა და მხოლოდ ახლა დატოვებს თანამდებობას. მინდა მადლობა გადავუხადო ვანო მაჭავარიანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვო მას მომავალ საქმიანობაში“, - თქვა თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის სპიკერი ამბობს, მაჭავარიანის გადადგომა არ უკავშირდება გუნდის გადაწყვეტილებას.

შეკითხვაზე, ვიხილავთ თუ არა ივანე მაჭავარიანს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდში, თალაკვაძე პასუხობს: „არა მგონია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ გიორგი გახარიას ჯერჯერობით არ წარუდგენია გუნდი და არც გეგმებზე უსაუბრია“.

ფინანსთა მინისტრმა თანამდებობის დატოვების თაობაზე „ფეისბუკზე" დაწერა. ის გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG