Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოზნერი საქართველოს სავარაუდოდ, დაგეგმილზე ადრე დატოვებს


ვლადიმირ პოზნერი(ფოტო არქივიდან)
ვლადიმირ პოზნერი(ფოტო არქივიდან)

რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მისი თანმხლები პირები თბილისს სავარაუდოდ, დატოვებენ წინასწარ დაგეგმილ დროზე ადრე. წუხელ პოზნერმა სააგენტო „რია-ნოვოსტის“ უთხრა, რომ უკან დაბრუნებას 3 აპრილს აპირებდა, მაგრამ დღესდღეობით არ იცის და შესაძლოა, ადრეც გაფრინდნენ. შეკითხვას, ვინ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, უპასუხა, რომ ამით დაკავებულია პოლიცია.

პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტს მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

გასულ ღამით საპროტესტო აქციები გაიმართა „ვინოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი თანმხლები პირები ვახშმობდნენ და სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ტელეწამყვანი ცხოვრობს. ორივე ადგილას პოლიცია იყო მობილიზებული.

შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, „ვინოტელი“ 10 000 ლარით დააჯარიმეს.

შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.

პოზნერის ვიზიტის გამო თბილისში საპროტესტო აქციები დღესაც იგეგემება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG