Accessibility links

site logo site logo

კალიფორნიის შტატში 4 ადამიანი მოკლეს


4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა სროლის შედეგად კალიფორნიის შტატის ქალაქ ორინჯის საოფისე შენობაში. მძიმედ დაიჭრა 2 ადამიანი. თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ადგილზე მისულ პოლიციას დაჭრილია და ამჟამად ჰოსპიტალში იმყოფება. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თავდასხმა 31 მარტს, საღამოს მოხდა.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა თავდასხმას საშინელი ტრაგედია უწოდა და მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მარტში, აშშ-ში სამი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კალიფორნიის ტრაგედიამდე შეიარაღებულმა კაცმა 10 ადამიანი მოკლა კოლორადოს შტატის ერთ-ერთ მაღაზიაში. ატლანტაში შეიარაღებულმა კაცმა მასაჟის სალონებში მოკლა 8 ადამიანი.

ამ ფაქტებმა აშშ-ში ისევ გაააქტიურა დისკუსია იარაღის ტარების შესაზღუდად კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG