Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟიგიმანტას პავილიონისი პოზნერის თბილისში ყოფნას რეალობის სამწუხარო ასახვას უწოდებს


ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონი ტვიტერზე ეხმაურება თბილისში განვითარებულ მოვლენებს, რაც მოჰყვა რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ყოფნას.

„რეალობის სამწუხარო და სიმბოლური ასახვა თბილისში. ევროკავშირის მომლაპარაკებებლი გადიან. პუტინის პროპაგანდისტები შემოდიან.“,- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

რუსი ტელეწამყვანის თბილისში ყოფნის გამო წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ, ამასთან პანდემის გამო შემოღებული შეზრუდვების პირობებში თავისუფალი გადააგილების საშუალება არ უნდა ჰქონდეს.

პავილიონისის ამ გამოხმაურებამდე, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის და ​თავის დროზე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონის საქართველოში შემოშვება ერთ კონტექსტში განიხილავა. ამ საკითხზე მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მამუკა მდინარაძისა და საქართველოს პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის უარყოფითი დამოკიდებულება ჟიგიმანტას პავილიონისის მიმართ იმ სიტყვებმა გამოიწვია, როცა მან ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან შორის მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრის დროს მან თქვა:

"თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ".

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჟიგიმანტას პავილიონისი პირადად მისთვის და მთელი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს.

რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. 31 მარტს, საქართველოში მის ჩამოსვლას მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევის უფლება მისცეს.

გასულ ღამით აქციები გაიმართა სასტუმრო „ვინოტელთან“, სადაც ლდადიმირ პოზნერი და მისი თანმხლები პირები ვახშმობდნენ და სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვახშმის შემდეგ მივიდნენ. ორივე ადგილას პოლიცია იყო მობილიზებული. შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, „ვინოტელი“ 10 000 ლარით დააჯარიმეს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოსული 32 პირიც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორისაა თავად პოზნერიც.

ვლადიმირ პოზნერის თანმხლებ პირებს „ვინოტელი“ პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს.

შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.

საპროტესტო აქციების გამო, პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისის დღეს დილით დატოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG