Accessibility links

site logo site logo

ხათუნა ზახაშვილი: განწყობა, რომ კორონავირუსის რეინფიქცირება დაბალი იქნებოდა, არ გამართლდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის რეინფიცირები მაჩვენებლები მსოფლიოში იზრდება. ამის შესახებ მან ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"როგორც ჩანს ამ ვირუსის მიმართ განწყობა, რომ ცოტა ან თითქმის არ ექნებოდა რეინფიცირების შემთხვევები, არ აღმოჩნდა ჭეშმარიტი... ფაქტია, რომ ამ ვირუსით შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს ადამიანი", - განაცხადა მან და დასძინა, რომ მსოფლიოში რეინფიცირების, დაახლოებით, 0,68 პროცენტი დაფიქსირდა.

ზახაშვილის ინფორმაციით, საქართველოში კორონავრიუსით რეინფიცირების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სულ 140 ნიმუში აქვს შესასწავლად. მათგან 16 შემთხვევაში კვლევა დასრულდა და 3 პირს ვირუსით რეინფიცირება დაუდასტურდა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 282 260 შემთხვევა. მათგან 273 604 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3785 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG