Accessibility links

site logo site logo

ხაშურში ცივი იარაღით დაჭრეს 35 წლამდე ასაკის ორი კაცი 


მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ ხაშურში 35 წლამდე კაცებს, რომლებიც ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც ხაშურის საავადმყოფოში აცხადებენ, ერთი მათგანი, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ბინაზე გაწერეს, მეორეს კი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.

რესტორან „დიაოხში" ამტკიცებენ, რომ მათ ტერიტორიაზე არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG