Accessibility links

site logo site logo

მოლდოვის პრეზიდენტმა დაგმო კორონავირუსის საწინააღდეგო ასეულობით ვაქცინის არადანიშნულებისამებრ განაწილება


მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, განაცხადა, რომ ქვეყანაში შემოტანილი COVID-19-ის დაახლოებით 700-მდე ვაქცინა ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისა და საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველი ფენების ნაცვლად ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების საჯარო მოხელეებს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს მოხმარდა.

„Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზა „ნათესავების კატეგორიაში“ შემავალ ხალხს მიეცა“, - აღნიშნა მაია სანდუმ 31 მარტს მოლდოვის სატელევიზიო ჟურნალთან ინტერვიუში. „ეს სამარცხვინოა და აზიანებს ჩვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთიდან მეტი ვაქცინის შემოტანისკენ“.


მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ, უარყო მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები და განაცხადა, რომ „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნახსენებ „სხვა კატეგორიაში“ შედის სამედიციონო პერსონალი, რომელიც სამხედრო ნაწილებში მსახურობს.

მოლდოვა, ევროპის უღარიბესი ქვეყანა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის იმუნიზაციის მხრივ ძალზე ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს.

„Pfizer“-ს ვაქცინის პირველი პარტია, 14 400 დოზა „კოვაქსის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში ქვეყანამ გასულ თვეში მიიღო. ამის შემდეგ 26,მილიონიან ქვეყანას საბოლოო ჯამში მხოლოდ 110 970 დოზა ვაქცინა აქვს მიღებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG