Accessibility links

site logo site logo

პოზნერი განმარტავს, რატომ არ ეხმაურება თბილისში მომხდარ მოვლენებს 


ვლადიმირ პოზნერი

რუსეთის „პირველი არხის“ ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი საკუთარ ვებგვერდზე (pozneronline.ru) აქვეყნებს თბილისში მისი ჩამოსვლის გამო განვითარებული მოვლენების ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიმართ დამოკიდებულებას.

ის მიმართავს ჟურნალისტებს და განმარტავს, თბილისში მომხდარის შესახებ, რატომ არ მისცა კომენტარი და არ დათანხმდა არავის მიწვევას გადაცემაში სტუმრობაზე.

„მარტივი ახსნაა და, ჩემი აზრით, ცხადია: ის ხალხი, რომლებმაც მოაწყვეს ეს შაბაში, არ იმსახურებს ყურადღებას. მათთვის დიდი პატივია. აი, ამიტომ ვარ ჩუმად და ვიქნები ჩუმად“, - აცხადებს პოზნერი.

ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო წუხელ საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

პოზნერი დაგეგმილზე ადრე გაემგზავრა საქართველოდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG