Accessibility links

site logo site logo

ტაივანში სარკინიგზო ავარიას რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე, 41 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა ტაივანში სამგზავრო მატარებლის სარემონტო მანქანასთან შეტაკებისას.

ავარია მოხდა გვირაბში, კუნძულის აღმოსავლეთში.

ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, მატარებელი მიემართებოდა დედაქალაქ ტაიპეიდან ქალაქ ტაიდუნში. მატარებელში დაახლოებით 350 ადამიანი იმყოფებოდა, ვაგონები ხალხით იყო სავსე, ბევრი მგზავრი ფეხზე იდგა.

წინასწარი მონაცემებით, საინჟინრო ტექნიკა ცუდად იყო გაჩერებული, დაგორდა და რელსებზე აღმოჩნდა მატარებლის წინ. შედეგად, მატარებლის ნაწილი გვირაბის კედელს შეეჯახა.

Reuters-ის სააგენტო ავარიას მიიჩნევს უდიდეს სარკინიგზო კატასტროფად კუნძულზე ბოლო 40 წელიწადში. 1981 წელს კუნძულზე მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG