Accessibility links

site logo site logo

რუსეთში კორონავირუსის მუტაციის დროს Sputnik V-ის განახლების ტექნოლოგია შეიმუშავეს


რუსეთის გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის დირექტორი, ალექსანდრ გინცბურგი Sputnik V-ის ვაქცინას უჩვენებს რეპორტიორებს. 2020 წლის სექტემბერი

რუსეთის გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევით ცენტრში შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ორ დღეში განახლდეს კოვიდ-19-ის ვაქცინა, თუ ვირუსმა მუტაცია განიცადა. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრ გინცბურგმა.

გინცბურგმა რუსეთის „რია-ნოვოსტის“ განუმარტა, რომ „ეს იგივე ტექნოლოგიაა, რომელიც ეფუძნება ადენოვირუსულ ვექტორებს, სადაც ხდება პირველად სტრუქტურაშეცვლილი სპაიკის ცილის რამდენიმე დღეში ახალი თანმიმდევრობით სინთეზირება და მისი უკვე გამოყენებულ ვექტორში ჩასმა“.

მისი თქმით, ახლა განიხილავენ, საჭიროა თუ არა ახალი ვაქცინის გამოცდის ყველა ფაზის გავლა. გინცბურგი მიიჩნევს, რომ თუ ახალი ვაქცინა დაცვის იმავე ეფექტს იძლევა, როგორსაც პირველი, შეიძლება მისი მასობრივ მოხმარებაში გაშვება.

მუტირებულმა კორონავირუსმა სერიოზული პრობლემები შექმნა ჯერ ბრიტანული და შემდეგ ბრაზილიური ვერსიის გავრცელების შემდეგ. ორივე ვერსია უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე პირველი.

თებერვლის შუაში „როსპოტრებნადზორმა“ გამოაცხადა მუტირებული კორონავირუსის პირველი ტესტის შემუშავების შესახებ მსოფლიოში.

რუსეთში ამ ეტაპზე რეგისტრირებულია ამ ქვეყანაში წარმოებული სამი ვაქცინა. აცრილია ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის ხუთ პროცენტზე ნაკლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG