Accessibility links

site logo site logo

დაიღუპა კაპიტოლიუმთან მანქანის შეჯახებისას დაშავებული ორი პოლიციელიდან ერთ-ერთი


მანქანა, რომელიც შეეჯახა ორ პოლიციელს კაპიტოლიუმთან ახლოს მდებარე ღობესთან. 2021 წლის 2 აპრილი

ვაშინგტონში პოლიციის ერთი წევრი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მანქანა შეაჯახა ორ პოლიციელს კაპიტოლიუმთან ახლოს მდებარე ღობესთან, შემდეგ კი დანით შეიარაღებული მანქანიდან გადმოვიდა. ინციდენტი მოხდა იმ ფონზე, როცა სამ თვეზე ნაკლები დროა გასული მას შემდეგ, რაც კონგრესში ულტრამემარჯვენეთა ბრბო შეიჭრა.

2 აპრილის ინციდენტის დროს კონგრესმენებს შენობაში სხდომა არ ჰქონიათ.

არსებობს ვიდეო, რომელიც ასახავს შეჯახებული მანქანიდან დანით შეიარაღებული მძღოლის გადმოსვლას, შემდეგ ის ორ პოლიციელს მისდევს, - უთხრა კაპიტოლიუმის პოლიციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, იოგანანდა პიტმანმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, თავდამსხმელმა ერთ-ერთ პოლიციელს დანით ჭრილობები მიაყენა. პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დაღუპული პოლიციელის და ეჭვმიტანილის სახელები ჯერჯერობით არ ვრცელდება. მეორე პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოშია, სტაბილურადაა.

ეჭვმიტანილის ძმის თანახმად, ის ნარკოტიტებს მოიხმარდა და პარანოია ტანჯავდა. ოჯახი, როგორც მან Washington Post-ს უთხრა, შეშფოთებული იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო.

კატიპოლიუმზე თავდასხმის გამო შეშფოთება შენარჩუნებულია იანვრის არეულობის შემდეგ, როცა შენობაში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG