Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3800-ს გადააჭარბა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 6 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 729 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 580 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 331 თბილისში.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • აჭარა - 51,
  • იმერეთი - 56,
  • ქვემო ქართლი - 22,
  • შიდა ქართლი - 26,
  • გურია - 17,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50,
  • კახეთი - 10,
  • მცხეთა-მთიანეთი - 6,
  • სამცხე-ჯავახეთი - 1,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 1,95%;
  • ბოლო 7 დღის - 1,85%;
  • ბოლო 14 დღის - 1,81 %.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 215-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 283 369 შემთხვევა. მათგან 274 145 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3804 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG