Accessibility links

site logo site logo

Sputnik-ით აცრილი არგენტინის პრეზიდენტი იზოლირებულია ეჭვის გამო, რომ კოვიდ-19 შეეყარა


არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი Sputnik V-ით აცრისას

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი იზოლაციაშია მას მერე, რაც 2 აპრილს ანტიგენებზე გაკეთებული ტესტის შემდეგ ეჭვი აქვთ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი სჭირს.

ფერნანდესი აცრილია რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V-თი.

62 წლის პოლიტიკოსი ტვიტერით იტყობინება, რომ თავი ასტკივდა და ოდნავ აუწია სიცხემ, რის გამოც გადაწყვიტა ტესტის გაკეთება. ახლა ის უფრო ზუსტი PCR-ტესტის შედეგებს ელის.

არგენტინა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც რუსული ვაქცინა დაამტკიცა. ფერნანდესს პირველი დოზა გაუკეთეს იანვარში, როცა სახელმწიფო უწყებამ დაუშვა 60 წელზე უფრო ასაკის მოქალაქეთათვის მისი მიღება.

ვაქცინის ოფიციალურ ტვიტერის გვერდი პრეზიდენტის პოსტის საპასუხოდ იტყობინება, რომ წუხან მომხდარის გამო და შეგვახსენებენ, რომ ვაქცინის ეფექტიანობა კოვიდით ინფიცირების წინააღმდეგ 91,6 პროცენტია, ხოლო დაავადების მძიმე ფორმით დასნეულების წინააღმდეგ - 100-პროცენტიანი.

სინამდვილეში სტატისტიკა უარესი შეიძლება იყოს. მოსკოვის მერია იტყობინებოდა, რომ დაახლოებით ათასი პირი, რომლებსაც Sputnik V-ის ორივე დოზა გაუკეთეს, დაავადდნენ კოვიდ-19-ით, მეორე დოზის მიღებიდან ორ კვირაში.

ამ ინფიცირებულთა 76 პროცენტს დაავადება მსუბუქი ფორმით გადააქვს. დანარჩენების მდგომარეობა მძიმეა, წაიკითხავთ ცნობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG