Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს დაარსების 72-ე წლისთავს „ტვიტერით“ ეხმაურება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე 7 ათეულზე მეტი წლის განმავლობაში:

"დღეს აღვნიშნავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 72-ე წლისთავს. დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე 7 ათეულზე მეტი წლის განმავლობაში. საქართველო აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას მის საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG