Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID19-ით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 3%-ს უახლოვდება


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 7 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 15 649 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 464 შემთხვევა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 2,97%;

ბოლო 7 დღის - 2.01%;

ბოლო 14 დღის - 1.85 %

გასული დღე-ღამის განმავლობაში 454-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 283833 შემთხვევა. მათგან 274599 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3811 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG