Accessibility links

site logo site logo

სოფელ რიონში ძმები მოკლეს


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს. მოკლულები ძმები არიან.

ადგილობრივების ცნობით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე მათი მეზობელია.

არსებული ინფორმაციით, მომხდარში სავარაუდო დამნაშავე პირი ჯერ პოლიციას დაკავებული არ ჰყავს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG