Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სააღდგომოდ შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე მსჯელობა ადრეა


სააღდგომოდ შეზღუდვების გამკაცრებაზე უფრო ზუსტი ინფორმაცია დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის შეზღუდვებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.

„ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა. ადრე არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ 5 აპრილს.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში.

„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე [ვიფიქროთ]. ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე. თუმცა, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა“, - ამბობს ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG