Accessibility links

site logo site logo

„NATO-ს ნამდვილად სჭირდება საქართველო - რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი“ - იან კელი


ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა“ და „ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“.

„NATO-ს ნამდვილად სჭირდება საქართველო - საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ორივეს წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარი უნდა უჭერდეს მხარს მათ, ვინც ამის მიღწევას ცდილობს“, - წერს იან კელი ტვიტერზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 4 აპრილს გამოეხმაურა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის - NATO-ს დაარსების 72 წლისთავს.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა სრულად გაიზიაროს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.

„მე უკვე განვაცხადე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, რომ საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა. ღრმად გვწამს, რომ შავიზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის; რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“, - აცხადებს საქართველოს პრემიერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG