Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სამთავრობო ჯარებმა თალიბებს წაართვეს საკვანძო მნიშვნელობის ოლქი


ავღანეთის არმიამ ხელში ჩაიგდო საკვანძო მნიშვნელობის ოლქი, რომელსაც თალიბანი აკონტროლებდა სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. როგორც ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 5 აპრილს, ოპერაციაში დაიღუპა და დაიჭრა ათობით მეამბოხე.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ 4 აპრილს სამთავრობო ძალებმა ხელში ჩაიგდეს არღანდაბის ოლქი, რომელიც პროვინციის დედაქალაქ ყანდაარის გარეუბანში მდებარეობს.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მინიმუმ 37 მეამბოხე იქნა მოკლული და 28 დაიჭრა არღანდაბსა და მის მახლობელ რაიონებში.

მთავრობის განცხადების მიხედვით, უშიშროების ძალებმა „ხელში ჩაიგდეს 90 მოტოციკლეტი“ და ასევე გაანადგურეს „დიდი რაოდენობით იარაღი“, რომელიც მეამბოხეებს ეკუთვნოდა.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეტაკებების დროს ზოგიერთი სამოქალაქო პირი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. დეტალებს არ იტყობინებიან.

არღანდაბისთვის ბრძოლის შესახებ თალიბანს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი. ყანდაარში ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, თალიბებმა არღანდაბისკენ მიმავალი გზა დანაღმეს და შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს ადგილნაცვალ პირთა იქ დაბრუნებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG