Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 აპრილს პუტინი ფედერალურ კრებას მიმართავს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 21 აპრილს ყოველწლიური გამოსვლით მიმართავს ფედერალურ კრებას, - იუწყება მისი პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი.

ღონისძიების ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება. პესკოვს არ დაუკონკრეტებია, რომელ საკითხებს შეეხება პუტინი თავის გამოსვლაში.

2020 წლის მიმართვაში პუტინმა საკონსტიტუციო რეფორმაზე ილაპარაკა. კერძოდ, თქვა, რომ აუცილებელი იყო რუსეთის კონსტიტუცია საერთაშორისო კანონმდებლობაზე უზენაესად გამოცხადებულიყო. პუტინმა შარშან იმაზეც ილაპარაკა, რომ საჭირო იყო ქვეყნის მთავარ კანონში განმტკიცებულიყო მის მიერ აღდგენილი სახელმწიფო საბჭოს სტატუსი და როლი.

მოგვიანებით, საკონსტიტუციო შესწორებებს დაემატა ნორმა საპრეზიდენტო ვადების "განულების" შესახებ, რაც პუტინს თეორიულად საშუალებას აძლევს, ქვეყანას 2036 წლამდე უხელმძღვანელოს. სახელმწიფო სათათბირომ შესწორებები 2020 წლის მარტში მიიღო. საბოლოოდ კი ისინი დამტკიცდა ე.წ. ეროვნულ კენჭისყრაზე, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 1 ივლისს დასრულდა.

მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების მოახლოების ფონზე, პუტინმა შესაძლოა გამოაცხადოს რუსეთის მოქალაქეებისთვის სხვადასხვა შემწეობის და სოციალური დახმარების გამოყოფის შესახებ, საერთო ჯამში, 500 მილიარდ რუბლამდე მოცულობით. არჩევნები 2021 წლის სექტემბერშია დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG