Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასობრივი ღონისძიებების აღდგენის პერსპექტივით, ბრიტანეთი იწყებს კორონავირუსის პასპორტის გამოცდას


ბრიტანეთი გეგმავს გამოცადოს "კორონავირუსის სტატუსის სერტიფიკატი", რაც იქნება ნაწილი მისი ძალისხმევისა, აღადგინოს მასობრივი ღონისძიებები, მაგალითად, კონცერტები და სპორტული მატჩები.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მალე მეტ დეტალს გამოაცხადებს ე.წ. კორონავირუსის პასპორტების შესახებ. ბრიტანეთის სპორტის მინისტრის, ნაიჯელ ჰადლსტონის თქმით, მთავრობის გეგმა პირველ ეტაპზე არ გაითვალისწინებს "სერტიფიცირების ელემენტს", ამის ნაცვლად ჯერ აქცენტი ტესტირებაზე გაკეთდება, ღონისძიებებამდე და ღონისძიებების შემდეგ.

გეგმას ათობით პარლამენტარი და სხვა პირები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ პასპორტების შესახებ შემოთავაზებული გეგმა წინააღმდეგობაში მოვა პრაქტიკულ, და ასევე ეთიკურ, საკითხებთან, რომელთა გადაჭრა აუცილებელია.

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო ზრდასრული მოსახლეობის 47-მდე პროცენტმა, ხოლო 5 მილიონზე მეტ მოქალაქეს უკვე ორივე დოზა გაუკეთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG