Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხანძრის კერებს ებრძვიან


ერთბაშად ხანძრის 5 კერა დაფიქსირდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ამ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. სახანძრო ბრიგადები მუშაობდნენ ცხინვალში მიროტვორცების (მშვიდობისმყოფელების) ქუჩაზე, ზნაურის რაიონის სოფლებში ყორნისში და ალიბარში. ასევე ცხინვალის მიკრორაიონ სოლნეჩნის მიმდებარე მთაზე, სადაც სპეცტექნიკა ვერ მივიდა და მეხანძრეები ფეხით ავიდნენ რთული რელიეფის გამო.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის ყველა კერა ადამიანური ფაქტორით არის გამოწვეული. მათი ინფორმაციით, მინდვრებში ნაცვლად იმისა, რომ მოსავლის ნარჩენები ხელით აიღონ, ცეცხლს უკიდებენ, შემდეგ ხანძრის კონტროლი შეუძლებელი ხდება და ტყის მასივებისკენ და საძოვრებისკენ ვრცელდება.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოების დაწყების გამო მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ბალახს ცეცხლს ნუ მოუკიდებენ, რადგან ამან შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. ოკუპირებულ რეგიონში ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. კერების ჩასაქრობად სამუშაოები კი ამჟამადაც მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG